თეგებით ძიება

„შესაძლოა, ეს ჩანაწერები იმისათვის გაკეთდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალოს“ - გუბაზ სანიკიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „ძალა ერთობაშიას“ წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, შესაძლოა, ფარული ჩანაწერები იმისთვის გავრცელდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს ჩანაწერები ორმხრივ რადიკალიზაციას უწყობს ხელს.

„შესაძლოა, ეს ჩანაწერები იმისათვის გაკეთდა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ეს ჩანაწერები ორმხრივ რადიკალიზაციას ხელს უწყობს. ნუ ვიგულისხმებთ მხოლოდ შიდა წრეს, შეიძლება გარე წრის ინტერესიც იყოს. ჩრდილოეთს არ უნდა, რომ კომპრომისი შედგეს, რომლის შედეგიც იქნება ამ ხელისუფლების კონსტიტუციური ცვლილება. შესაძლოა, სურთ, რომ რადიკალიზაცია გაღრმავდეს და ერთმანეთს შევასკდეთ ისევ. ჩვენ უნდა გვინდოდეს კომპრომისი, მაგრამ არსებობს ქვეყნის გარეთ ძალა, რომელსაც აქ კომპრომისი არ უნდა, ურჩევნია, რომ ქართველები დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. დასავლელებს ზედმეტი თავის ტკივილი არ უყვართ და იტყვიან: „რადგანაც ველური ქვეყანაა, მოდი ველურმა რუსებმა მიხედონ ამ ველურ ქართველებს“, - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

მისი თქმით, არსებობს ვერსია, რომ ფარული ჩანაწერები მმართველი გუნდის შიგნიდან არის წამოსული და „ქართული ოცნების“ წევრები გამალებით ეძებენ „ვირთხას“, რომელმაც ეს ინფორმაცია გარეთ გამოიტანა“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა