სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს სოციალური ქსელით ეხმაურება.
„მივესალმები ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რომელიც ადასტურებს, რომ „არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული“. მე განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ საარჩევნო რეფორმას, რათა მასში გათვალისწინებული იყოს უახლესი რეკომენდაციები“, - წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.
ცნობითვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოქვეყნდა.