ჟოზეფ ბორელი - ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, ჩაერთონ დიალოგში კონსტრუქციული განწყობით
ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, ჩაერთონ დიალოგში კონსტრუქციული განწყობით და ურთიერთშეთანხმებულ შედეგამდე მივიდნენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს შესახებ მომხსენებელმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი პრიორიტეტად მიიჩნევს დემოკრატიის გაძლიერებას, საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ინკლუზიურ საპარალმენტო პროცესს.
„სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგრიშვალდებული სასამართლო ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია.
ჩვენ გვექნება პროგრესის შეფასების შესაძლებლობა მალე, როდესაც 16 მარტს ასოცირების საბჭოს შეხვედრა იქნება. ეს იქნება ძალიან მნიშვენლოვანი თარიღი და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვეძლება, განვაცხადოთ პროგრესის შესახებ.
არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია განვითარება ისეთ სიტუაციაში, როდესაც პოლიტიკური კრიზისი დიდ ხანს გრძელდება. ქართველი პოლიტიკოსები ანგარიშვალდებულები არიან ქართველ ხალხთან, რომ შესთავაზონ სტბილური პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ქვეყანა შეძლებს კოვიდ პანდემიისგან აღდგენას.
ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, პრეზიდენტ მიშელთან ერთად ჩაერთონ დიალოგში კონსტრუქციული განწყობით და ურთიერთშეთანხმებულ შედეგამდე მივიდნენ, რაც არის სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესისთვის, რომ წარმატებით დაასრულოს პროევროპული გზა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭეთ საქართველოს რეფორმებს. ისევე როგორც ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტეიტორიულ მთლინობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.