თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს მოვთხოვ დღესაც - ბერა ივანიშვილი
თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს მოვთხოვ დღესაც, - ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა.
"მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, მე დღესაც იგივე პოზიციაზე ვდგავარ და პირდაპირ ვიტყვი, რომ მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს მოვთხოვ დღესაც", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.
ეს ბერას პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ ბერა და მოქმედი პრემიერი ფიგურირებენ.