თეგებით ძიება

ბერა ივანიშვილი - საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ჩაგვითრიონ რაიმე ინტრიგაში და პროვოკაციაში

საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ჩაგვითრიონ რაიმე ინტრიგაში და პროვოკაციაში, - ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში განაცახადა.

„პირველ რიგში, ვეტყოდი, რომ ნერვებს გაუფრთხილდნენ, რადგან ის კლავიატურას ამოფარებული აგრესორები არ ღირან მათი ნერვების ფასად, კიდევ ვეტყოდი იმას, რაც მრავალჯერ მითქვამს ჩემი ახლო მეგობრებისთვის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში არსებობს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, რომელიც ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ჩვენ წყობიდან გამოგვიყვანონ, შეეხებიან იმ ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე სენსიტიურ, ყველაზე ძვირფას თემებს, რომ ჩაგვითრიონ რაიმე ინტრიგაში და პროვოკაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ორმაგი სიძლიერე და თავშეკავებულობა გვმართებს“, – აღნიშნა ბერამ.

ცნობისთვის, ეს ბერას პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა და მოქმედი პრემიერი ფიგურირებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა