თეგებით ძიება

ბერა ივანიშვილი - წარმოუდგენელია, ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული და სხვის დედიკოს ეხებოდეს

წარმოუდგენელია, ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული და სხვის დედიკოს ეხებოდეს, - ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა განაცახადა. ის სკანდლური ფარული აუდიოჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ პირველად გამოჩნდა.

"ჩემთვის წარმოუდგენელია ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით, მსგავსი საზიზღრობებით, მიჩნდება კითხვა, სად იზრდებიან? ანუ რაზე აქვთ პროტესტი, რომ მათ უნდა შეეძლოთ არამარტო ჩემი, არამედ, ნებისმიერი ოჯახის, ნებისმიერი საყვარელი ადამიანის სასტიკი, საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკაცმა პასუხი გასცა, ის უკვე ტერორის მონაწილეა.

ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის მიმართ მოწიწება, დამეთანხმებით, საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას. ეს უბრალოდ ასე არ გამოვა.

ადამიანი, ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, ვისაც მისი დედიკო არ უყვარს, ის, უბრალოდ საცოდავი ადამიანია", - აცხადებს "იმედის" ეთერში ბერა ივანიშვილი.

ცნობისთვის, ეს ბერას პირველი გამოჩენაა მას შემდეგ, რაც სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერები გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, ბერა და მოქმედი პრემიერი ფიგურირებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა