თეგებით ძიება

ბერა ივანიშვილი - ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ, მაგრამ როდესაც ვერ იპოვეს, თოლიების ხმებსაც დასჯერდნენ

ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებენ, მაგრამ როდესაც ქათმების ხმა ვერ იპოვეს, თოლიების ხმასაც დასჯერდნენ, - ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ფარულ ჩანაწერში "ტრი-ტრის" არ ამბობს, არამედ, და ანტონის.

„ეს ტრი-ტრი საიდან გაიგეს საერთოდ, არ ვიცი. 2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში, ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით და არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ბატონმა ირაკლიმ ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ხუმრობით ერთმანეთს ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ ტრი-ტრის არ ვიძახი, იქ ვიძახი ანტონის, ასე ვეძახდით მაშინ ერთმანეთს ფრანგულ სახელებს. ტრი-ტრი საიდან გაიგეს მართლა არ ვიცი. როგორც ვიცი, ისინი ჩემ სიმღერაში ქათმების ხმას ეძებენ, მაგრამ როდესაც ქათმების ხმა ვერ იპოვეს შემდეგ თოლიების ხმასაც დასჯერდნენ“, - განაცხადა ბერა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ფარული აუდიოცანაწერები გავრცელდა, სადაც ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერი, რარიბაშვილი ფიგურირებენ. როგორც აუდიოჩანაწერში ისმინება, ბერა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს ფრაზით "ტრი-ტრი".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა