დედამისისას აჭმევენო რომ იცინოდნენ, ეგ არის დედის, დედიკოს პატივისცემა თურმე - ელენე ხოშტარია
პოლიტიკური მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია იმედის ეთერში გასულ ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება
"დედამისისას აჭმევენო რომ იცინოდნენ პრინცი და იკა, ეგ არის დედის, დედიკოს პატივისცემა თურმე, თან ფული, ძალა და მთელი სისტემა რომ გიმაგრება ზურგს.
დაალაგეს ბიჭებმა მესიჯები", - წერს ელენე ხოშტარია.
თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს მოვთხოვ დღესაც, - ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა.
შეგახსენებთ, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი", სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.