თეგებით ძიება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 10 მარტს ქუთაისში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +14 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უმეტესად მზიანი დღეა, +14 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უმეტესად მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 იქნება. უმეტესად მზიანი დღე იქნება სოხუმშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. მზიან ვარაუდობენ ამბროლაურში, სადაც +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს.

მცირე ღრუბლიანობის მომატებას ვარაუდობენ ჭიათურაში. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +6 გრადუსი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -7 გრადუსი იქნება.

გორში უმეტესად მზიანი დღე იქნება. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ღრუბლიანობის მოსალოდნელი გუდაურშიც. +3 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამე კი -15 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში უმეტესად მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა ნავარუდები თელავშიც, სადაც დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +8 გრადუსია სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

რუსთავშიც უმეტესად მზიანი დღე და ძლიერი ქარია ნავარაუდები. +11 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი. თბილისში უმეტესად მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა