დედას რომ შეგაგინებენ ქოცები, ერთი თავი არ გაგიხეთქია - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა შვილს
ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურბნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება:
"Mariam, ვნახოთ ერთი რა შვილი ხარ და რას იზამ ქოცები რომ დედას შეგაგინებენ. ერთი თავი არ გაგიხეთქია დედიკო", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს მოვთხოვ დღესაც, - ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში ინტერვიუს დროს განაცხადა.
შეგახსენებთ, "ტვ პირველის" გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათი", სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.