თეგებით ძიება

განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს

თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის განვითარების ფონდს ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს.

„კერძო სექტორი სერიოზულ კონკურენციას გვიწევს და სამწუხაროდ, ხდება კადრების გადინება. წარმატება მინდა ვუსურვო სანდროს. მადლობა საქმიანობისთვის. ამ თანამდებობაზე მინდა, წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე დიდუბის გამგებელი იყო, მას დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული, როგორც იყო სანდრო. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთად და ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, განსაკუთრებით ძველ უბნებში, რადგან ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს ქალაქში, იყოს შენარჩუნებული. რაც შეეხება დიდუბის გამგებლის კანდიდატურას მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას, ვინ იქნება დიდუბის გამგებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა