თეგებით ძიება

კახა კალაძე: წლის ბოლომდე თბილისის ავტოპარკი მთლიანად განახლდება

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, თუმცა ყველაზე მთავარი არსებული პარკის განახლება, მოწესრიგება, ძველი ავტობუსების ჩანაცვლებაა, - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე თბილისის ავტოპარკი მთლიანად განახლდება.

„ავტობუსები უკვე შესყიდულია, უბრალოდ ველოდებით მოწოდებას. როდესაც ეს მოწოდება დასრულდება, პარკი იქნება მთლიანად განახლებული. თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, დამატებით გვინდა კიდევ შემოვიყვანოთ დაახლოებით 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. იმიტომ, რომ ჩატარებული კვლევების მიხედვით, აუცილებელია დამატებით ამ რესურსების მოზიდვა ავტობუსების სახით“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა