ევროპა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო უკიდურესად შეშფოთებულია - სამადაშვილი
ევროპარლამენტარების წერლს, სადაც საქართველოში არსებულ კრიზისზეა საუბარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროპა ოცნებას აფრთხილებს და ურჩევენ კომპრომისი გამონახონ.
"ევროპა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო უკიდურესად შეშფოთებულია და საკუთარ სტრატეგიულ ამოცანად მიაჩნია ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაში მონაწილეობის მიღება.
წერილში საუბარი იყო პოლიტპატიმრების - მელისა და რურუას გათავისუფლებაზე. ასევე, იმაზე რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საბოლოოდ ახალი არჩევნებია საჭირო. ეს პოზიცია დააფიქსირა ევროპალრამენტის ყველა ძირითადმა ჯგუფმა" - აღნიშნა სამადაშვილმა.
წყარო:newposts.ge