ეს კონცერტის ნაწილია - იაგო ხვიჩია
მე არ ვითხოვ ამ საქმის გამოძიებას, ამ საქმეს არ გააჩნია შინაარსი, ეს არის კონცერტის ნაწილი, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგი ხვიჩიამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშრებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„რომ გაამართლოს საგამოძიებო უწყებამ, ვინემ დაიჯერებს რომ ეს იყო? რომ გაამტყუნოს, ამას დაიჯერებთ რომ მურუსიძემ თავისით გადაწყვიტა. ჩვენი სასამართლო ახლა ბერას გასასამართლებლად მზად არ არის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პარტია „მოქალაქეები” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
გენპროკურატურამ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის და მიყურადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.