,,რაგბი ჩვენი კი არა, ივანიშვილის თამაშია" - ანზორ ბიწაძე
,,რაგბი ჩვენი კი არა, ივანიშვილის თამაშია",-ასე შეაფასა „ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ რაგბის კავშირთან მომხდარი დაპირისპირება.
მისი თქმით, რაგბი ხალხს სოციალურად აერთიანებდა და ახარებდა, რაც დღეს ასე აღარ არის.
"რაგბი ლამის ერთადერთი იყო, რაც ჩვენ ხალხს სოციალურად აერთიანებდა და ახარებდა. „რაგბი ჩვენი თამაშია" - ჩვენი საყვარელი ფრაზა იყო და ჰეშთეგი #რაგბიჩვენითამაშია ყველაზე პოპულარული. არა მეგობრებო, ხომ ხედავთ, რაგბი ჩვენი თამაში არ არის, რაგბი ივანიშვილის თამაშია, ისევე როგორც ყველა სხვა თამაში, სპორტულიც და არასპორტულიც და ასე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, მანამ სანამ ყველანი ერთად, ყველა უმსგავსობას, რაც გვჭირს პროტესტით და ქუჩაში გამოსვლით არ ვუპასუხებთ", - აცხადებს ბიწაძე.
ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, დაძაბული ვითარება იყო. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ. შეხლა-შემოხლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.