ანზორ ბიწაძე: "რაგბი ჩვენი კი არა ივანიშვილის თამაშია"
,,ერთიანი საქართველოს" ერთერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე რაგბის კავშირთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
"რაგბი ლამის ერთდერთი იყო, რაც ჩვენ ხალხს სოციალურად აერთიანებდა და ახარებდა. “ რაგბი ჩვენი თამაშია” ჩვენი საყვარელი ფრაზა იყო და ჰეშთეგი #რაგბიჩვენითამაშია ყველაზე პოპულარული. არა მეგობრებო, ხომ ხედავთ, რაგბი ჩვენი თამაში არ არის, რაგბი ივანიშვილის თამაშია, ისევე როგორც ყველა სხვა თამაში, სპორტულიც და არასპორტულიც და ასე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, მანამ სანამ ყველანი ერთად, ყველა უმსგავსობას, რაც გვჭირს პროტესტით და ქუჩაში გამოსვლით არ ვუპასუხებთ". - აცხადებს ბიწაძე.
წყარო:newposts.ge