თეგებით ძიება

სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით უფასო გახდა - ვინ ისარებლებს შეღავათით?

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ორგანიზაციის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით დღეიდან ყველა ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ხელმისაწვდომი გახდა უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ანესთეზიით.

"გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

"დაევალოს საქართველოს მთავრობას შექმნას ისეთი მექანიზმი (მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), რომელიც გამონაკლისის გარეშე, დაუყოვნებლივ, 30 დღიანი მოცდის ვადის გარეშე, დააფინანსებს ყველა შემთხვევას, როდესაც არსებობს ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის ზოგადი ანესთეზიის ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის საჭიროება", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა