ლელა კილაძე მეხუთე შვილის დედა გახდა - პირველი კადრები სამშობიაროს ეზოდან
ლელა კილაძე და გიორგი ცაგარელი ბიჭის მშობლები გახდნენ. სასიხარულო ინფორმაციას ლელა კილაძის დედა, ნინო წერს სოციალურ ქსელში და მილოცვებს იღებს.
ლელა კილაძეს ოთხი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს. ქალი პირველად მაშინ გახდა პოპულარული, როდესაც მაშინდელ თბილისის მერზე, გიგი უგულავაზე იქორწინა. ლელასთვის ეს მესამე ქორწინება იყო. უგულავას დაპატიმრებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ლელა მასაც დაშორდა და ამჯერად გუკა რჩეულიშვილზე იქორწინა.
წყვილს საერთო ქალიშვილი თრინითი შეეძინა, თუმცა მოგვიანებით გუკა რჩეულიშვილს ოჯახური ძალადობის ფაქტზე უჩივლა და კინოპროდიუსერი დააკავეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გუკამ ლელას საჯარო მადლობა გადაუხადა და წყვილი შერიგდა, თუმცა რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ.
ამის შემდეგ ლელა ახალ შეყვარებულთან, ლიზა ბაგრატიონის ყოფილ ქმართან, გიორგი ცაგარელთან ერთად გამოჩნდა და წელიწადზე მეტია, რაც ერთად არიან. სოციალურ ქსელში აქვეყნებენ საერთო ფოტოებს, სადაც გრძნობებს არ მალავენ.