თეგებით ძიება

შარლ მიშელი - ევროპა აქტიურად შეუწყობს ხელს თავის ღირებულებებს განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სტრატეგიული კავშირი გვაქვს, მაგალითად, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში

ევროპა აქტიურად შეუწყობს ხელს თავის ღირებულებებს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, სადაც გასულ კვირას ვიყავი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროგაერთიანების ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებულ სპეციალურ წერილში განაცხადა.

შარლ მიშელი წერილში აღნიშნავს, რომ გაოგნებულია ინფორმაციით, თითქოს ევროპა სოლიდარულად არ მოქმედებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციისგან ყველა დაცული იქნება მაშინ, როცა დაცული იქნება თითოეული რეგიონი.

„ევროკავშირმა წინასწარ შეუკვეთა ორ მილიარდზე მეტი დოზა, ორჯერ მეტი, ვიდრე საჭიროა მისი მოსახლეობის ვაქცინაციისთვის. ზედმეტი დოზები, რომელსაც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსა და მსოფლიოს რეგიონებს მივცემთ, რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გახდის შესაძლებელს. უფრო მეტიც, ევროპა აქტიურად შეუწყობს ხელს თავის ღირებულებებს კონკრეტული და ძლიერი ქმედებების საშუალებით, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სტრატეგიული კავშირი გვაქვს, მაგალითად, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, სადაც გასულ კვირას ვიყავი“, – თქვა შარლ მიშელმა.

1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა