თეგებით ძიება

“20%-დან 30%-მდე ადამიანებს სჭირთ პოსტკოვიდური სინდრომი“ - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის, დამოუკიდებელი ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს ბავშვი იქნება, თუ ზრდასრული, კორონავირუსს შეუძლია, ნებისმიერი ასაკის ადამიანის ჯანმრთელობა შეარყიოს. მისი ინფორფაციით, პოსტკოვიდური გართულებები ყველასთვის ერთია, ბავშვებში შესაძლოა, გარკვეული კუთხით, კიდევ უფრო მეტი პრობლემაც კი შეგვხვდეს.

“20%-დან 30%-მდე ადამიანებს სჭირთ პოსტკოვიდური სინდრომი. იტალიაში ჩატარდა ბოლო კვლევა ერთი კვირის წინ, სადაც ის პაციენტები შეისწვლეს, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს მძიმე ან მსუბუქ ფორმებში. ვინც საავადმყოფოში მოხვდა ან სიმპტომები ჰქონდა, მაგრამ სახლში გაიარა მკურნალობა, აღმოჩნდა, რომ ამ პაციენთების 30%-ს დაუტოვა პოსტ-ტრავმული სტრესი, ანუ 30%-ს მენტალური პრობლემა დაუტოვა, აქ ვსაუბრობთ მხოლოდ იმაზე, რომ მეტალურად კარგად ვერ არის ადამიანი, ანუ მხოლოდ ასეთი გართულებით არის 30%. საქართველოში ვირუსი გადაიტანა დაახლოებით 700 ათასმა ადამიანმა და ჩემი ანალიტიკის საფუძველძე, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც რეფერენსი, პროფესორი გიორგი ფხაკაძის პირადი დასკვნა არის ასეთი, რომ ალბათ 30%-მდე (ბავშვების ჩათვლით) ადამიანებში შესაძლებელია არის დარჩენილი მსგავსი პოსტკოვიდური მოვლენები“, - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა