თეგებით ძიება

"ხელისუფლებას ოფიციალურად აქვს უკვე გამოცხადებული ომი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ" - უდუმაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზალიკო უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ოფიციალურად აქვს უკვე გამოცხადებული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ომი.



"ის ფაქტი, რომ დაიწყებოდა ტვ პირველზე ხელისფულების შტურმი, გასაგები იყო პროკურატურის პირველივე განცხადებისთანავე, სადაც მათ გამოძიება დაიწყეს არა ამ ჩანაწერის შინაარსზე, არამედ მის მოპოვებასა და გავრცელების ფაქტზე.



ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ დაკითხვაზე დაიბაროს, ყველა ის ფიგურანტი, რომელიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებდა და სადაც აშკარად იყო გამოხატული შესაძლო დანაშაული, მათ ტვ პირველზე მიიტანეს შტურმი.



ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას ოფიციალურად აქვს უკვე გამოცხადებული ომი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ"- აღნიშნა უდუმაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა