თეგებით ძიება

ერთადერთი, რასაც ეს განჩინება შეიცავს, არხის დაშინება და მედიატერორია - ნიკა გვარამია

"მათავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის ტვ პირველიდან მასალების ამოღების საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ საგამოძიებო უწყების მოთხოვნას აღარ ჰქვია პროკურატურის და აღარც მოთხოვნა. მისი განმარტებით, ეს შეიცავს წყაროს კონფიდენციალობის დარღვევის რისკებს, რაც კანონით დაცულია:

"1. პროკურატურას უფლება აქვს მოითხოვოს, მხოლოდ მასალა, რადგან ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურის ვალდებულებაა დანაშაულზე რეაგირება

2. სრული კრეტინიზმია რაღაც კონკრეტული ჩიპის მოთხოვნა და რაღაც კონვერტის. 2 მიზეზით: ეს შეიცავს წყაროს კონფიდენციალობის დარღვევის რისკებს, რაც აბსოლუტური პრივილეგიითაა დაცული ("წყაროს დასახელება" ფართოდ განიმარტება და მარტო მის სახელის და გვარის არგათქმას არ გულისხმობს, არამედ ნებისმიერი დეტალის, რამაც წყაროს იდენტიფიკაცია შეიძლება გამოიწყვიოს, მაგალითად, სად შეხვდი, როდის, რა ვითარებაში და ასე შემდეგ). ამას გარდა, და მთავარი და სრულიად სასაცილო: იქნებ ეგრევე განადგურდა ის ფლეშკაც და კონვერტიც, რა სისულელეებს ბოდავენ? და ეგ რომ უპასუხოს ტვ პირველმა, რას შვრებიან?

3. ზემოთ თქმული იმდენად შინაარსსგამოცლილია სამართლებრივადაც და ლოგიკურადაც, რომ შეუძლებელია დაშინების გარდა რამე სხვა მიზანს მოიცავდეს. მთავარი სათქმელი აქ იყო შედით და პროპორციული ძალა გამოიყენეთო. რაც ასევე იმდენად იმდენად აბსურდულია სამართლებრივადაც და ლოგიკურადაც და საკუთრივ პროკურატურას და ხელისულფებას იმდენად აზიანებს, რომ ერთადერთ რამეს შეიძლება მოიცავდეს - არხის და, ამის შემხედვარე, სხვა ოპოზიციური არხების დაშინებას და სრულ მედიატერორს" - წერს გავარამია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა