თეგებით ძიება

რომელი სამედიცინო დაწესებულებები მიიღებს ვაქცინის პირველ დოზებს - თამარ გაბუნიას განმარტება

ვაქცინაცია ვაქცინის მიღებიდან მალევე დაიწყება, 15 მარტის კვირაში. ვაქცინა დიდ ქალაქებსა და დიდ რაიონულ ცენტრებში განაწილდება. სადაც 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია უკვე დარეგისტრირებული, პირველ ეტაპზე ძირითადად იმ რაიონულ ცენტრებში განაწილდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ვაქცინის სრულად ასათვისებლად მიიღეს.

„ეს მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინის დანაკარგი. როცა იხსნება ვაქცინის ფლაკონი, ის სრულად უნდა გამოვიყენოთ. ამდენად, მნიშვნელოვანია ნაკადების დარეგულირება. ასევე, დაიწყება და გაცხადდება რეგისტრაცია და რიგების მართვის მოდული, რაზეც დეტალურ ინფორმაციას მედიასაშუალებებით გავავრცელებთ. როგორც კი ვაქცინა დაეშვება აეროპორტში და გვექნება დოზები ქალაქში, ყველა სამედიცინო პერსონალი იქნება ინფორმირებული რიგის მიხედვით, თუ როდის და სად უნდა მივიდეს ვაქცინაციისთვის. იქვე, დაიგეგმება მეორე ვიზიტი. ის დოზები, რასაც მივიღებთ მარტის ბოლომდე, საკმარისია იმისთვის, რომ სრულად აიცრას სამედიცინო პერსონალი. 57 ათასი ადამიანია სამედიცინო პერსონალის პირველ, პრიორიტეტულ ჯგუფში. ვფიქრობ, შემდეგ, მალევე გვექნება შესაძლებლობა, მოვიცვათ ის 2 ათასი ადამიანი, რომელიც არის გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და სამედიცინო პერსონალი. პირველ ეტაპზე, ამ ორ ჯგუფზე გვაქვს აქცენტი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

13 მარტიდან საქართველოში ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება დაიწყება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა