თეგებით ძიება

ამ განჩინებით სასამართლომ ფაქტობრივად პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ - "სტრატეგია აღმაშენებელი"

სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ პროკურატურას ნება მიეცა „ტვ პირველიდან“ მასალების ამოღების, პოლიტიკური მოტივითაა ნაკარნახევი და ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას ემსახურება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სამართლიან სასამართლო პროცესთან კავშირი არ აქვს.

„ტვ პირველთან“ დაკავშირებული განჩინებით სასამართლომ ფაქტობრივად პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ და ამოიღონ ნოდარ მელაძის რეპორტაჟში გასული კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო აღნიშნული მატარებელი.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტლებას არანაირი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლო პროცესთან და იგი ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით და ემსახურება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა, რაც ასევე განმტკიცებულია ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, რომელსაც პირდაპირი მოქმედების ძალა აქვს საქართველოში.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან!“, - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა მისცა.

პროკურატურის განცხადებით, არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა