შეჭრაზე ლაპარაკი არის ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა — სუბარი TV პირველზე
ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, TV პირველში შეჭრაზე ლაპარაკი არის "უბრალოდ ტყუილი და ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა". იგი იმედს გამოთქვამს, რომ ამ "აწეული ხმაურით" ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლას არ ეცდება.
"არანაირ შეჭრაზე ლაპარაკი არ არის. ეს არის უბრალოდ ტყუილი, გამოგონილი, რაღაც ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა, ისევ ისე, როგორც იყო ფალსიფიცირებული ჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდა. მე წეღან ვთქვი, რომ ოპოზიცია ეცდება ახლა გამოაგოროს ახალი თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკებების ჩაშლას.
მე ძალიან არ მინდა, რომ ეს თქვეგან აწეული ხმაური გამოდის ზუსტად ის თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკებების ჩაშლას. იმედია, ასე არ არის. იმედია, ამ შემთხვევაში ოპოზიციის წისქვილზე წყალს არ ასხამთ და ოპოზიციის ნარატივს არ აჟღერებთ. რადგან გამოძებას ითხოვდით თქვენც და მთელი ოპოზიციური სპექტრიც, კარგი იქნება თანამშრომლობა. სხვანაირად გამოძიება ფაქტების გარეშე არ არსებობს", — თქვა მან.