თეგებით ძიება

ქუთაისში კაცმა მეგობარი ფულის გამო მოკლა

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის მოტივი ფული გახდა - როგორც ირკვევა, 24 თებერვალს ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული პირი მოკლულის მეგობარი იყო.

როგორც შსს აცხადებს, 25 წლის ჯაბა სოფრომაძემ სტუმრად მისული მეგობარი, 43 წლის ირაკლი გოჩელაშვილი ცივი იარაღით დაჭრა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი რამდენიმედღიანი მკურნალობის მიუხედავად, კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.

პოლიციამ დამნაშავე განზრახ მკვლელობის ფაქტზე უკვე დააკავა. გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სოფრომაძეს 7-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა