ჟურნალისტების შესაძლო მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო
ჟურნალისტების განზრახ მკვლელობის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ყოფილი მაღალჩინოსანის, ლევან მამალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, საუბარია ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის შესაძლო ლიკვიდაციაზე.
როგორც ნოდარ მელაძე აცხადებს, შსს-ს მიერ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია დღეს შემთხვევით გაიგო გამომძიებლისგან, რომელმაც მას სახელმწიფო დაცვის პროგრამაში ჩართვა შესთავაზა.
ამ ეტაპისთვის შსს-ს საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.