თეგებით ძიება

ოჯახის უსაფრთხოების უფროსს, ჩუბინიძეს პირდაპირ ევალებოდა, მუქარა გამოეკვლია - ღარიბაშვილი ჩანაწერებზე

ირაკლი ღარიბაშვილმა დუმილი დაარღვია და სკანდალურ ჩანაწერებზე პირველი კომენტარი გააკეთა.
"პირველი კითხვა, რაც მაქვს, არის ის, რომ რატომ მისმენდნენ მე, კერძო პირს, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერას? ფაქტია, რომ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენის მსხვერპლი, გამოაქვეყნეს ფაბრიკაცია, სიყალბე. რაც შეეხება დანაშაულს, არავითარი დანაშაული არ მომხდარა, რადგან არ არსებობს დაზარალებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ დროს, როცა ჩანაწერია გაკეთებული, იყვნენ გარკვეული ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ბერა ივანიშვილს ემუქრებოდნენ.

"მაშინ იყვნენ გარკვეული ჯგუფები, უამრავი ორგანიზებული ჯგუფი იყო, რომლებიც ემუქრებოდნენ ბერას ლიკვიდაციით, აყენებდნენ მას შეურაცხყოფას, აქედან გამომდინარე, ანზორ ჩუბინიძის, როგორც ოჯახის უსაფრთხოების უფროსის მოვალეობა იყო, ეს ყველაფერი გამოეკვლია, მათ შორის, ხაზს ვუსვამ, პოლიციის ჩართულობით. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს ასეთი დანაშაული მომხდარიყო, ისინი ამას არ გამოიძიებდნენ და რეაგირების გარეშე დატოვებდნენ? რა თქმა უნდა, არა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა