რატომ ვერ აგნებენ გომის მთაზე ჩარჩენილ ბიჭებს – საგანგებო სიტუაციების სამსახურის იფიციალური განმარტება
გომის მთაზე, დაკარგული ახალგაზრდების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველთა ათ კაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული.
„ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშვეელბი ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ. სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრიცი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდნენ გადაადგილებას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.