თეგებით ძიება
12. 11. 2024 მსოფლიო

"ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში სუნთქვა შეწყვიტა" - თურქეთში, წონაში კლების ოპერაციის დროს ქალი გარდაიცვალა

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უელ­სე­ლი ქალი 54 წლის ჯე­ნეტ ლინ სე­ვი­ჯი თურ­ქეთ­ში წო­ნის კლე­ბის ოპე­რა­ცი­ის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ქალს ოპე­რა­ცია არას­წო­რად ჩა­უ­ტარ­და, ბევ­რი სის­ხლი და­კარ­გა და შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა ან­ტა­ლი­ის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში მოხ­და. ჯე­ნე­ტი 3 500 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ას იტა­რებ­და, რა დრო­საც სის­ხლდე­ნა და­ე­წყო და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა. მას შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და სა­ბო­ლო­ოდ დად­გინ­და, რომ ოპე­რა­ცია არას­წო­რად ჩა­ტარ­და.

რო­გორც The Sun წერს, ქალი უელ­სი­დან ან­ტა­ლი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად კუ­ჭის და­პა­ტა­რა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ის­თვის ჩა­ვი­და.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ოპე­რა­ცი­ის დროს, მას ერთ-ერთი მთა­ვა­რი არ­ტე­რია და­უ­ზი­ან­და, რაც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის მი­ზე­ზი გახ­და. ჯე­ნე­ტი პრო­ცე­დუ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით, კომ­პა­ნი­ას, სა­ხელ­წო­დე­ბით Regenesis Health Travel 2023 წლის ივ­ლის­ში და­უ­კავ­შირ­და - კომ­პა­ნია მას თურ­ქეთ­ში წას­ვლა­სა და ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა­ში და­ეხ­მა­რა.

"ოპე­რა­ცია გარ­თულ­და და პა­ცი­ენ­ტმა პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სუნ­თქვა შე­წყვი­ტა", - ამ­ბობს Regenesis-ის კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ოფი­სის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ელი­სონ ერ­გუნ­მა, Regenesis-ის კლი­ენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ოფი­სის თა­ნამ­შრო­მელ­მა, გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და: "გარ­თუ­ლე­ბა მოხ­და და მან ოპე­რა­ცი­ის პირ­ველ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სუნ­თქვა შე­წყვი­ტა."

ერ­გუ­ნის თქმით, ოპე­რა­ცი­ამ­დე ქალ­მა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს უთხრა, რომ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის­თვის Ozempic-ის ნემ­სებს იკე­თებ­და (შე­ნიშ­ვნა: "ოზემ­პი­კის" მი­ღე­ბა ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­რე­შე საფრ­თხის შემ­ცვე­ლია - რედ.) მაგ­რამ მე­დი­კა­მენტზე წვდო­მა აღარ ჰქონ­და და ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ უელ­სის უფ­რო­სი გა­მომ­ძი­ებ­ლის, კეიტ რო­ბერტსო­ნის თქმით, ქი­რურ­გის, დოქ­ტორ რა­მა­ზან აზა­რის ჩა­ნა­წე­რებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ ქალს აორ­ტის არ­ტე­რი­ა­ში 3-4 მმ-იანი "დე­ფექ­ტი" ჰქონ­და - რა­მაც ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნა გა­მო­იწ­ვია.

მან თქვა, რომ ჯე­ნე­ტის აორ­ტა ქი­რურ­გი­ულ­მა გუნ­დმა გა­ას­წო­რა და მათ კუ­ჭის შემ­ცი­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა პო­ტენ­ცი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გამო გა­ა­უქ­მეს, თუმ­ცა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა პულ­სი ვერ "და­ი­ჭი­რა" მწვა­ვე სის­ხლდე­ნის გამო და ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა