„არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ“ - ნათია მეზვრიშვილი სიების ჩახსნაზე
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე არ არსებობს „სიების ჩახსნა“ და რეგისტრაციაზე უარი, იურიდიულ ნონსენსზე როცა მიდიხარ, დამატებით იმედგაცრუებას იწვევ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს.
„არ არსებობს არც „სიების ჩახსნა“ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობამდე (საარჩევნო კოდექსის მუხლი 120) და არც ცესკო-ს მიერ რეგისტრაციაზე უარის თქმა (საარჩევნო კოდექსის მუხლი 131). როცა იურიდიულ ნონსენსზე მიდიხარ, რბილად რომ ვთქვა, იწვევ ამომრჩევლის დამატებით იმედგაცრუებას.
კი, ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ უნდა ჰქონდეს. არასოდეს მოგვიტყუებიხართ. ვერც ახლა მოგატყუებთ“, – დაწერა მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში.