აი ევროპელი ყაზილარი მეტს კი აფერს Შობა... თუ ქურდული "რაზბორკა" გინდოდათ დედუა, რეიზა დაეირიეთ კანონიერ ქურდებს? - ლალი მოროშკინა
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს ეხმაურება:
"თუ ქურდული "რაზბორკა" გინდოდათ დედუა, რეიზა დაეირიეთ კანონიერ ქურდებს?
აბა აი ევროპელი ყაზილარი მეტს კი აფერს Შობა...
ჯერ მხარეებს მოუსმენს, მერე გაამტყუნ-გაამართლებს, მერე მისაღებს მიიღებს და აგია იგი!", - წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისს სამდღიანი ვიზიტით ეწვია.
დიპლომატის ვიზიტის მთავარი მიზანი პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლება იქნება.
არსებული პოლიტიკური დაძაბულობის დასაძლევად, მხარეებს შორის მედიატორობას ის ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ერთად შეეცდება.