ხალხო, ავიცერი და ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები – ექიმი დიმიტრი კოჭაძე
ქიმი დიმიტრი კოჭაძე სოციალურ ქსელში სახუმარო სტატუსს აქვეყნებს და საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.
“ხალხო ავიცერი! არაფერი საშიში არაა, არც გვერდითი ეფექტები, არც არაფერი. ერთადერთი რაც შეიცვალა, სახლში რომ შევდივარ ვაიფაის რაღაცნაირად თავისით ვუკავშირდები”, – წერს დიმიტრი კოჭაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს და მედპერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა საჯაროდ აიცრა.
ამასთან, 15 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინაციაზე 2 492 მედპერსონალი დარეგისტრირდა.