თეგებით ძიება

საგარეჯო ანუ გარეჯის ქვეყანა - უდიდესი ისტორის მქონე გარეკახეთი

გარეკახეთი - დღევანდელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია - ისტორიული მხარე სამხრეთ აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც ივრის ორივე ნაპირზეა გაშლილი.

საგარეჯო უძველესი ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის, ვაზის უნიკალური ჯიშის, სახელგანთქმული ფალავნების, მშრომელი ხალხის მხარეა, რპომელსაც აყვავებაც ახსოვს და ისტორიული ქარტეხილებიც.

ერთ დროს აქ ნანგრევები და ნასახლარები დარჩენილა, თუმცა გარეკახეთი ყოველთვის ფეხზე დგებოდა.

საგარეჯო გამოირჩევა ულამაზესი ბუნებით და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით.

გაშლილი სივრცეები, ფერადი უდაბნოები, ციხე-სიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები, უამრავ ტურისტს იზიდავს. რაიონში რამდენიმე სახალხო დღესასწაული აღინიშნება: გარეჯობა, გოგლაობა, რეზოობა, ვაჟაობა, ბერიკაობა.

აღსანიშნავია, რომ ბერიკაობას განიხილავენ, როგორც ქართული თეატრის საწყისს. ესაა თეატრალიზებული მსვლელობა ნიღბებით და ყოველ წელს ტარდება დიდი მარხვის დაწყების წინა დღეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არის ასევე ბალნეოლოგიური კურორტი უჯარმა, სადაც სიმწვანეში ჩაფლულ, ულამაზეს გარემოში შეძლებთ დასვენებას.

საგარეჯო გამოირჩევა ულამაზესი ეგზოტიკური ბუნებითა და უძველესი ისტორიულ-კულტურული ძეგლებით.

გაშლილ, თვალუწვდენელ ივრის ზეგანზე მიმობნეული პატარა ტბები, მარიამჯვრის ნაკრძალის ტყეები თუ ხრიოკები და აფერადებული უდაბნოები, საინტერესო სანახაობას გთავაზობენ თავგადასავლების, მრავალფეროვნების და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების სამყაროში.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გარეჯის ფერადი უდაბნო, სადაც საოცარი ლანდშაფტი და უნიკალური, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ბუნებისა და კულტურის შესანიშნავ ჰარმონიას ჰქმნის.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარდა, საგარეჯოში ბევრი საინტერესო ძეგლია, რომელიც საქართველოს კულტურაზე და ისტორიაზე გვიყვებიან.

საგარეჯო ანუ გარეჯის ქვეყანა - უდიდესი ისტორის მქონე გარეკახეთი


უჯარმის ციხე - ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ჩრდილოეთით 4 კმ-ის დაშორებით, გომბორის უღელტეხილის მახლობლად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის, თბილისი-თელავის პირას, ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციაა გარეკახეთში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე. ასევე აღსანიშნავია რომ უჯარმა იყო ვახტანგ გორგასალის სატახტო ქალაქი.



მანავის ციხე - ციხე-სიმაგრე გარეკახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ახლოს, მაღალ მთაზე. აქ იყო ფეოდალური კახეთის უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ცენტრი. ვახუშტის განმარტებით: „ჰერეთის მთის ძირს, მანავი, სადაცა არს ძველადი ციხე და აწ შემუსვრილი“. მანავის ციხეც გამოირჩევა თავისი ბუნებით, სილამაზით და სიძველით. იგი კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.


დავით-გარეჯა! ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი, მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. დავით-გარეჯა მეტად საინტერესოა თავგადასავალების მოყვარულთათვის.



ნინოწმინდა - გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლოთი, აშენებულია წმინდა ნინოს დროს, ძველ საკერპო ადგილას: დღემდე შემორჩენილია ეს ულამაზესი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.


საგარეჯოს პეტრე-პავლეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი კახეთის მხარის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. აშენებულია ონოფრე მაჭუტაძის მიერ.



ჩაილურის (ნიახურას) ციხე - მდებარეობს კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაილურის სამხრეთით, კახეთის საავტომობილო მაგისტრალის გადაკვეთაზე, მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე აღმართული მოზრდილი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ნიახურას ციხესაც უწოდებენ. ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში, 1801 წელს გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა.



ბოჭორმის ციხე — ციხე-სიმაგრე თიანეთის მუნიციპალიტეტში.მისი ადგილიდან იშლება ულამაზესი ხედი, ბუნება. აუცილებლად მოინახულეთ ეს ულამაზესი ადგილიც



მარიმაჯვრის ნაკრძალი, რომლის საერთო ფართობი 1022,5 მეათედი ჰექტარია.. მარიამჯვრის ნაკრძალში 53-მდე სახეობის ჯიშის ხე ხარობს და აქედან გამოირჩევა ფიჭვი და უთხოვარი. ვისაც პრობლემები აქვს ფილტვების, ძალიან კარგი ადგილია მათთვის.



გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი — მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში. აშენებულია გიორგი ლეონიძის მამის, ნიკოლოზის მიერ. 1968 წლიდან გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმად გამოაცხადდა.



მთიანი საძოვარი კოდა, რომელიც ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე მდებარეობს და ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს მას. კოდიდან ასევე ჩანს მთაწმინდის ულამაზესი ხედი და ანძა.



რაიონში ასევე ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეუბის მუზეუმი, სადაც სხვადასხვა ეპოქის უამრავ ექსპონატს იხილავთ.

საგარეჯო ასევე გამოირჩევა თავისი ცნობილი ანსამბლებით, მომღერლებით, მოჭიდავეებით, ჟურნალისტებით, მსახიობებით, ფეხბურთელებით, რაგბისტებით.

ავტორი: მიხეილ ჭიაბერაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა