"ერთი საათია ექიმს ვებრძვი ვაქცინის თაობაზე, ბოლოს ამოუვედი ყელში და მომახალა..." - დათო ლიკლიკაძე სახალისო ამბავს ყვება
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს:
"ერთი საათია ექიმს (ექიმს ხალხო!) ვებრძვი ვაქცინის თაობაზე და ვარწმუნებ, რომ ვაქცინაცია აუცილებელი ამბავია. ბოლოს და ბოლოს ამოუვედი ყელში როგორც ჩანს და მომახალა:
- ასე იძახდით აიდი ბარათზეცო...
-მერე?
- მერე რომ ავიღე აიდი ბარათი ზუსტად ორ კვირაში მომიკვდა ბაბუაო", - წერს ლიკლიკაძე ფეისბუქზე.