თეგებით ძიება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - როდესაც პოლიტიკაში ხარ, პრეტენზია უნდა გქონდეს პოლიტიკოსობაზე და არა სპეკულანტობაზე

როდესაც პოლიტიკაში ხარ, პრეტენზია უნდა გქონდეს პოლიტიკოსობაზე და არა სპეკულანტობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ოპოზიციას სპეკულაციაში ადანაშაულებს.

„გვითხრა ბატონმა დანიელსონმა, რომ ის დღეს 10:00 საათზე უნდა დაბრუნებულიყო ბრიუსელში და შემდეგ გაგრძელდებოდა დიალოგი. ეს იყო ის, რაც გვითხრა მან. ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი კომენტარი. თუმცა, ვხედავთ, რომ ოპოზიციამ ამ მარტივ სიტუაციაშიც კი მოახერხეს სპეკულირება. როდესაც პოლიტიკაში ხარ, პრეტენზია უნდა გქონდეს პოლიტიკოსობაზე და არა სპეკულანტობაზე. დანიელსონის ქვეყანაში დარჩენა არის კარგი. ეს ნიშნავს იმას, რომ სერიოზულად ეკიდება ევროკავშირი დიალოგს და იმას, რომ მათ შორის ოპოზიცია უნდა შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. ეს ნიშნავს იმას, რომ სათანადო დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონს საქართველო 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ქვეყანაში დარჩა და პოლიტიკოსებთან შეხვედრებს აგრძელებს.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა