თეგებით ძიება

"ძალიან გთხოვთ, წყევლით ნუ გამომეხმაურებით..." - რას წერს ექიმი ვაქცინაციაზე

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ბოლო დღეები, თქვენ მე მეკითხებოდით ავიცრებოდი თუ არა ასტრაზენეკას ვაქცინით?
მე რომ საქართელოში ვიყო ექიმი, დიახ, აუცილებლად ავიცრებოდი იმ ვაქცინით რაც იქნებოდა ჩემთვის ხელმისაწვდომი და ამავე დროს იქნებოდა აღიარებული ამერიკული ან ევროპული წამლის სააგენტოს მიერ.

P.S. ძალიან გთხოვთ, წყევლით ნუ გამომეხმაურებით. მე არაფერს გაძალებთ და არც რაიმე ტიპის პროპაგანდას ვეწევი. მაქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრი ამა თუ იმ მოვლენასთან დაკვშირებით. მითუმეტეს, როცა ეს აზრი გამყარებულია მტკიცებულებებზე დამყარებული ცოდნით და მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილებით. ვაქცინაცია სავალდებულო არაა და თქვენ გაქვთ არჩევანი.

საკმარისად ტრაგიკული იყო პანდემიური წელი ჩემთვის, როგორც ექიმისთვის. სწორედ ამიტომაც ვთვლი, რომ ვაქცინაციის რისკები ვერ შეედრება ზიანს რაც კოვიდით ავადობამ შეუძლება მოუტანოს ადამიანს", - წერს ნანა გეგეჭკორი ფეისბიქზე.

[flash=425,264]

ბოლო დღეები, თქვენ მე მეკითხებოდით ავიცრებოდი თუ არა ასტრაზენეკას ვაქცინით? მე რომ საქართელოში ვიყო ექიმი, დიახ,...Posted by Nana Gegetchkori on კვირა, 14 მარტი, 2021

[/flash]

შეგახენებთ, დღეს, 15 მარტს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე მედპერსონალი აიცრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა