"სახლში გამომწერეს...ისევ აპარატზე უნდა ვიყო" - თინა ხიდაშელი
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, დღეს სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს. ამის შესახებ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს სახლში გამომწერეს. ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი. მართალია სახლშიც ჯერ ისევ აპარატზე უნდა ვიყო მაგრამ სახლში ვარ, ვმჯობინდები და ალბათ 3-4 კვირაში დაგიბრუნდებით!
დღეს კი უბრალოდ მადლობა! არავინ, წამით არ იფიქროთ, რომ ამ უდიდეს სითბოს და სიყვარულს ძალა არ აქვს. სრულიად პირდაპირი ძალა აქვს გაძლების, შეძლების და გამძლეობისთვის!", - წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.