ირაკლი კობახიძე - გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები შეთანხმების ხელმოწერით დასრულდება
გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შედეგით, კერძოდ შეთანხმების ხელმოწერით, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ხვალ კონსულტაციები კვლავ გაგრძელდება.
"შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მედიატორი არც ერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს.
კონსულტაციები გრძელდება, ამ შემთხვევაშიც სამწუხაროდ, გვიწევს დეტალების გასაჯაროვებისგან თავის შეკავება. ხვალ გაგრძელდება სავარაუდოდ კონსულტაციები, ეს არის მიმდინარე პროცესი. კვლავაც ძალაშია პირობა, რომლის მიხედვითაც ჩვენ არ ვასაჯაროვებთ დეტალებს, შესაბამისად გაგვიჭირდება კონკრეტიკაზე საუბარი, თუმცა ყოველი შემდეგი შეხვედრა ნიშნავს წინ წაწევას კონკრეტული მიმართულებებით“, - განაცხადა კობახიძემ.