"ერთი თვის წინ გოგა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა" - ახალგაზრდა ოპერატოს დახმარება სჭირდება
გავერთიანდეთ გოგასთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი, ლიზა გეგეჭკორი და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ოპერატორს საზოგადოების თანადგომა სჭირდება.
"გოგასთვის
არაერთხელ გვიყოჩაღია
ახლაც შევძლებთ
მეგობრებო, ყველა ვაზიარებთ. დავეხმაროთ ჩვენ მეგობარ გოგას.
გოგაზე უნდა მოგიყვეთ, ჩვენს მეგობარზე. შეიძლება იცნობთ... მთელი ცხოვრება სხვადასხვა არხზე მუშაობდა, არის ოპერატორი. თუ გოგას არ შეხვედრიხართ მისი კადრები აუცილებლად გექნებათ ნანახი.
ერთი თვის წინ გოგა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა და ნანგრევებმა თითქმის მთლიანად დაფარა. რამდენიმე ურთულესი ოპერაციის შემდეგ ის გადარჩა, თუმცა დათმო სხეულის ნაწილი და ბარძაყის ძვლის ამპუტაცია ჩაუტარდა.
დღეს მას 10 000 ევრო ფეხის პროთეზისთვის სჭირდება იმისთვის რომ დაუბრუნდეს სამსახურს, დაგვიბრუნდეს ჩვენ და დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას.
გავერთიანდეთ გოგასთვის ", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
საქ ბანკი: GE20BG0000000161161100
მიმღები: გიორგი სულაძე