თეგებით ძიება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნის განაჩენი დღეს გამოცხადდება

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნის ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს განაჩენი დღეს გახდება ცნობილი.

სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს, რამდენწლიანი სასჯელი მიესჯებათ არასრულწლოვნებს.

ამავე საქმეზე ცხრა მარტს მოსამართლემ სამ ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გენერალურმა პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი ადამიანის მიმართ 2020 წლის 11 აგვისტოს დაიწყო.

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა