თეგებით ძიება

ნოდარ მელაძე გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს

"ტვ პირველის" მთავარი პროდიუსერი გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დღეს არის დაბარებული, თუმცა მან საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა.

კითხვები გამომძიებლებს მელაძესთან ფარული აუდიოჩანაწერების საქმეზე აქვთ. "ტვ პირველის" მთავარი პროდიუსერის განმარტებით, წყაროს შესახებ ინფორმაციის გაცემას არ აპირებს.

"ამ შემთხვევაში გამოკითხვის სწორი ფორმა არის სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე. მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურა სასამართლოს გამოკითხვის შუამდგომლობით, ჩვენ უკვე მივალთ ჩვენების მისაცემად. რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ გვიცავს კანონი და გვაქვს ვალდებულება არ გავცეთ წყარო, რომელმაც ინფორმაცია მოგვაწოდა,"- განაცხადა ნოდარ მელაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა