გამომწერეს… სახლშიც აპარატზე უნდა ვიყო … – თინა ხიდაშელი
„დღეს სახლში გამომწერეს. ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი. (დათო უკვე ერთი კვირაა გამოწერეს!)“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი წერს.
„მართალია სახლშიც ჯერ ისევ აპარატზე უნდა ვიყო მაგრამ სახლში ვარ, ვმჯობინდები და ალბათ 3-4 კვირაში დაგიბრუნდებით!
დღეს კი უბრალოდ მადლობა! არავინ, წამით არ იფიქროთ, რომ ამ უდიდეს სითბოს და სიყვარულს ძალა არ აქვს. სრულიად პირდაპირი ძალა აქვს გაძლების, შეძლების და გამძლეობისთვის“, – წერს ხიდაშელი.