თეგებით ძიება

სენაკში, მაღაზიიდან საკვები პროდუქტები მოიპარეს

სენაკში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, კომენდანტის საათის დროს ქურდობა მოხდა.

მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, წაღებულია საკვები პროდუქტი, მათ შორის დაკონსერვებული საკვები, ძეხვი, კარაქი, ზეთი და ა.შ. მისივე ვარაუდით, მაღაზიაში სიგარეტს და ფულსაც ეძებდნენ და ჩასარიცხი აპარატის გატეხვაც სურდათ.

"მთავარი არხის" ცნობით, ნაქურდალი პროდუქტის ნაწილი პოლიციამ მაღაზიიდან რამდენიმე მეტრში აღმოაჩინა. წასაღებად გამზადებულ ყუთებში სარეცხის საშუალებები და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის საჭირო სხვა ნივთები აღმოჩნდა.

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა