ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი - ჟოზეფ ბორელი
"ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ჩატარდება არჩევნები, ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი," - ასე უპასუხა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ჟურნალისტის კითხვას, რომ როდესაც საქართველოში ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზად მიიჩნევს, რამდენად ეფექტური გამოსავალი იქნება ეს.
აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა.
ჟოზეფ ბორელის შეფასებითვე, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა და აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს.
„ჩვენ გვჯერა, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა, ყველ აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს. ყველა პოლიტკურმა პარტიამ უნდა იპოვოს საერთო პოზიცია და წინსვლის გზა, მთავრობამ კი უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ხელმძღვანელობა. მთავრობას და მმართველ პარტიას ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგელობა წინსვლის გზის პოვნაზე. პარლამენტის ბოიკოტი არ უწყობს ხელს დემოკრატიის ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან, იმუშაოს კომპრომისის მოსაძებნად“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.