თეგებით ძიება

გოგი წულაია კატეგორიულად უარყოფს ქალზე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას

ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებით, გოგი წულაია ქალზე ძალადობას, მითუმეტეს სექსუალურს, კატეგორიულად უარყოფს.

როგორც წულაიას ინტერესების დამცველმა "კურიერთან" განაცხადა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა რამდენიმე თვის წინ უმძიმესი ოპერაცია გადაიტანა.

"ადამიანს რამდენიმე თვის წინ უმძიმესი, გულის შუნტირების ოპერაცია აქვს გაკეთებული და ჩივილები აქვს პოტენციურ უნარებთან დაკავშირებით და ეს ექსპერტიზითაც დადასტურდება. გამოგონილი ბრალდებაა. სილურჯე თუ აქვს, ეს შეიძლება მიჯახებითაც მიიღოს ადამიანმა, ამიტომ, დანაშაულის ჩადენას მტკიცებულებები ჭირდება,"- აცხადებს ვალერი გელბახიანი.

პოლიტიკოსი გოგი წულაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა