კრისტიან დანიელსონი - ყველაფერი ძალიან კარგად მიდის
ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. დღეს ბევრი და გულმოდგინედ ვიმუშავეთ. ბევრი საკითხი განვიხილეთ“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მორიგი შეხვედრა გაიმართა.