კრისტიან დანიელსონის შეხვედრა ოპოზიციასა და მმართველ პარტიასთან 15:00 საათზე გაიმართება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება.
მოლაპარაკება, არსებული ინფორმაციით, დღეს 15:00 საათზე უნდა განახლდეს.
კრისტიან დანიელსონი უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.
როგორც შვედი დიპლომატი ამბობს, პროგრესისთვის მუშაობა კვლავ გრძელდება და ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვთ მხარეებს.
„მე ფოკუსირებული ვარ იმ საქმეზე, რასაც ახლა ვაკეთებ, ესაა მედიაციის მცდელობა და პროგრესი ამ მიმართულებით. ვაპირებ, სიღრმისეულად ვიმუშაოთ დღესაც ისევე, როგორც გუშინ. ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო და გასაკეთებელი",- ამბობს დანიელსონი.