დავრბუნდები ბრიუსელში და ყველაფერს მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა, დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე - კრისტიან დანიელსონი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირმა და აშშ-მა ძალიან გულმოდგინეთ იმუშავეს, რათა მხარი დაეჭირათ, დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევაში და დაესრულებინათ არსებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.
„ევროკავშირმა და აშშ-მა ძალიან გულმოდგინეთ იმუშავეს, რათა მხარი დაეჭირათ, დახმარებოდნენ პარტიებს შეთანხმების მიღწევაში და დაესრულებინათ არსებული პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. პოლიტიკური კრიზისის დასრულება საქართველოს ლიდერებისთვის ნიშნავდა, რომ მათ შეძლებოდათ კონცენტრაციის მოხდენა და მთელი ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიასა და მის სოციო ეკონომიკურ შედეგებზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში, ეს არის რეალური გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.
ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუქნტიან გეგმასთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს დღეს დილით დატოვებს და ბრიუსელში დაბრუნდება.
„მე დავრბუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს. პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ იყოს ნაპოვნი პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა, დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე, ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის და მისი ევროპული მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.