საჭიროა, რომ ბაიდენი უფრო მეტად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში - მაკფოლი
ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი საქართველოში წარუმატებლად დასრულებულ მოლაპარაკებების პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საჭიროა, აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი და მაღალი რანგის სხვა პირები უფრო მეტად ჩაერთონ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში:
"არაა კარგი, რაც მოხდა. საჭიროა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უფრო მეტად ჩაერთოს საქართველოში", - დაწერა მაკფოლიმ.